Wednesday, 28 May 2014

Google

გუგლი (Google) — არის ამერიკული კორპორაციის Google Inc,მისი ვებ-გვერდის და საძიებო სისტემის სახელი. ის დაარსდა 1996 წელში ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ.
  • სერგეი ბრინი

სერგეი დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს, საბჭოთა კავშირში, მოსკოვში. ექვსი წლის ასაკში მისი მშობლები გადასახლდენენ და სერგეიც თან წაიყვანეს აშშ-ში. მან დაამთავრა მერილენდის უნივერსიტეტი. ის უნივერსიტეტეში სწავლობდა მათემატიკის მიმართულებით და მეორად პროფესიად კომპიუტერული მეცნიერებები ჰქონდა. სტენფორდის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში. სერგეი არის ებრაელი, ჰყავს მეუღლე, კომპანია 23andMe დამფუძნებელი. სერგეი გადის იმ გზას რასაც გადიოდა თავის დროზე ბილ გეითსი. და ის მოძრაობს უფრო სწრაფად. სწორედ აქ გაიცნო ბრინდა ლარი პეიჯი, რამაც საფუძველი ცაუყარა ბრინის საძიებო სისტემის შექმნას
  • ლარი პეიჯი
იგი დაიბადა 1973 წლის 26 მარტს მიჩიგანის შტატის ქალაქ ლანსინგში, ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლის ოჯახში. მამამისი კარლ ვიქტორი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი და ინფორმატიკისა და
ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი პირველი შემსწავლელი იყო. დედას კი მაგისტრის ხარისხი ჰქონდა და ინფორმატიკისა და მონაცემთა ბაზის მასწავლებლად მუშაობდა. რაც შეეხება უფროს ძმას კარლს, ისიც კომპიუტერული ინჟინერიის მაგისტრი გახდა და საკუთარი ინტერნეტ-კომპანია
eGroups.com დააარსა, რომელიც შემდეგ Yahoo!-ს 400 მილიონ დოლარად მიყიდა.
თავად ლარი ირწმუნება, რომ კომპიუტერები ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, უფროსების ყოველგვარი კარნახის გარეშე შეუყვარდა. მას უბრალოდ მოსწონდა კომპიუტერთან მუშაობა და თავისი სკოლის პირველი მოსწავლე იყო, ვინც საშინაო დავალების ელექტრონული სახით ამზადებდა. ბავშვი გამომგონებლებსა და მათ გამოგონებებზე ბევრს კითხულობდა და გული სწყდებოდა, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის ცხოვრება რევოლუციურად შეცვალა, სათანადო აღიარების გარეშე დარჩა
.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ პეიჯმა მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩააბარა. იქ მან მონაწილეობა მიიღო ლიდერთა სტუდენტურ პროგრამაში, რომელში მიღებულმა გამოცდილებამაც, როგორც თავად მოგვიანებით აღნიშნავდა, მის შემდგომ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა
.
1995 წელს პეიჯმა მიჩიგანის უნივერსიტეტი დაამთავრა და ინფორმატიკის სფეროში მომსამზადებელი კურსების გასავლელად სტენფორდის უნივერსიტეტს მიაშურა. ცხადია, იგი არც ფიქრობდა, რომ რამე განსაკუთრებულს გამოიგონებდა, უბრალოდ, თავისი ცოდნის გაღრმავება სურდა. სადოქტორო დისერტაციის წერისას, თავის სამეცნიერო კონსულტანტთან, პროფესორ ტერი ვინოგრადთან ერთად ინტერნეტის სტრუქტურის შესწავლა დაიწყო. როცა ვებ-გვერდის რეიტინგის საკითხებს უღრმავდებოდნენ, მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა არსებულებზე ბევრად სრულყოფილი საძებნი საიტი შექმნილიყო.

  •   სერგეი ბრინი & ლარი პეიჯი (ორი მეგობარი)
პეიჯის კვლევებს ნამდვილი გასაქანი 1995 წლის მარტში სერგეი ბრინის გაცნობის შემდეგ მიეცა. ბრინიც სტენფორდის სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობდა და ახალი იდეების სიყვარულით გამოირჩეოდა. მათ ვარსკვლავურ ტანდემში საკუთარი როლი ორივემ ბრწყინვალედ შეასრულა. პეიჯმა შეიმუშავა მსოფლიო ქსელში ძებნის სრულიად ახალი, ბრწყინვალე სტრატეგია, რომლის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა ბრინის მათემატიკურმა ტალანტმა.
სისტემას, რომელიც საფუძვლად საძებნ საიტ Google-ის დაედო, თავდაპირველად BlackRub ეწოდა. იგი პრინციპულად ახალი სისტემა იყო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნის შესაბამისად მოძებნილი უამრავი გვერდი მათზე სხვა გვერდებიდან მითითების რაოდენობის მიხედვით განლაგდებოდა. ამგვარად, ზემოთ ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტები მოექცეოდნენ.
მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ პეიჯმა სტენფორდის უნივერსიტეტი მიატოვა და ბრინთან ერთად 1998 წლის 7 სექტემბერს ოფიციალურად დაარეგისტრირა 1 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მქონე კომპანია Google Inc. პეიჯი ამბობდა, რომ კომპანიის მიზანი მსოფლიო ინფორმაციის ორგანიზება, მისი ყველასათვის ხელმისაწვდომად ქცევა იყო
პეიჯი და ბრინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ იმისათვის, რომ მათი საიტი სხვებისაგან განსხვავებული ყოფილიყო. 1999 წლის დასაწყისში ახალ, მოხერხებულ და სწრაფ საძებნ სისტემაზე ამერიკის გაზეთებში დაიწერა. ამან, Google-, რა თქმა უნდა, მომხმარებელი მოუმრავლა.
პეიჯი 2001 წლამდე Google-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იყო. შემდეგ მათ პოსტი ერიკ შმიდტს გადააბარა. კომპანიის საქმე კი სულ უფრო კარგად მიდიოდა და ძალიან დიდი შემოსავალი მოჰქონდა. 2004 წლის ზაფხულში Google სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ბირჟაზე აქციების ლისტინგიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბ

თავად პეიჯის პირადი კაპიტალი, ისევე, როგორც მისი საუკეთესო მეგობრის და პარტნიორის სერგეი ბრინის, 19,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამგვარი სიმდიდრისა, ლარი მეგობრის მსგავსად, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, გამუდმებით თავისი კომპანიის, რომელიც სფეროს უდავო ლიდერია, წინსვლაზე ზრუნავს და ათასგვარ ნოვაციებს გეგმავს, ხოლო თავისუფალ დროს ჰოკეის თამაშით ერთობა.
გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურ ენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე. მისი გაკეთება ენდი ბეჩტოლშეიმს 100.000 ამერიკული დოლარი დაუჯდა და გაკეთდა სან მაიკროსისტემსისის მიერ. როგორც იცით, გუგლი არსებობს საქართველოშიც. მალე იგი გადაითარგმება იმ ენებზეც, რომელზეც ჯერ არ არის და იგი მალე იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპიუტერული ძებნის სისტემა.
გუგლის შექმნა იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზ მდიდარი და ცნობილი ადამიანი საკუთარი ნიჭის და მონდომების ხარჯზე. დომენი google.com 1997 წლის 15 სექტემბერს დარეგისტრირდა და თავდაპირველად ორგანიზაციას საჭირო სახსრები არ ჰქონდა ოფისის ფართის დასაქირავებლად, ამის გამო მათ გუგლის სათავო ოფისი ქალაქ მენლო პარკში, მათი მეგობრის ავტოფარეხში განათავსეს. დღეისათვის კი მათო ოფისი კალიფორნიაშია.
პირველი ინვესტიცია კომპანიის განვითარებისათვის ენდი ბეჩტოლშეიმმა ჩადო და მანვე მოიფიქრა გუგლის დევიზი, რომელიც ასე ჟღერს: “ნუ იქნები ბოროტი”
დღეისათვის კორპორაცია ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში, მათმა შემოსავალმა 2009 წელს 23 მილიარდ ამერიკულ დოლარს
გადააჭარბა.
ტასო ბანძალაძე, გიორგი ბახტაძე. 

No comments:

Post a Comment